17 მაისი

ლეიბორისტული პარტია: მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით

ლეიბორისტულმა პარტიამ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

"ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით.

ლეიბორისტული პარტია ყოველთვის გმობდა და დაგმობს დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას, ასევე ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა დამკვიდრდეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი!". – წერია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები