რუსეთი

მაღალი თანამდებობის რუს ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ფლობა ეკრძალებათ

მაღალი თანამდებობის რუს ჩინოვნიკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უძრავი ქონების ფლობა ეკრძალებათ, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განუმარტა. ჟურნალისტების კითხვა ჩეხეთისა და აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანას და იმ ჩინოვნიკების ბედს შეეხებოდა, რომლებიც ამ ქვეყნებში უძრავ ქონებას ფლობენ. 

"მაღალი თანამდებობის რუს ჩინოვნიკებს ამის უფლება არ აქვთ. თუ რომელიმე ჩინოვნიკი საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ფლობს, ესე იგი ის მაღალ თანამდებობას არ იკავებს. გამონაკლისი არც ჩეხეთი და აშშ იქნება." – თქვა პესკოვმა. 

პრესსპიკერის თქმით, ჩინოვნიკების უძრავი ქონებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინტერესდება. 

კომენტარები