კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ქვეყანა მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.

"დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის". – თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის ეფექტური საშუალება იქნება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს.

"პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში. ჩვენთვის, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში". – თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები