პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ლოგიკური არაა, თუ ამ შეთანხმებაში გამოსავალს ვერ ხედავ, შეხვიდე პარლამენტში

ჩვენი აზრით, ლოგიკური არაა, თუ ამ შეთანხმებაში გამოსავალს ვერ ხედავ, შეხვიდე პარლამენტში, რადგან ყველა ოპოზიციური პარტია ვთანხმდებოდით და, მგონი, ახლაც არ შეუცვლიათ აზრი (ელისაშვილს არ ვგულისხმობ), რომ არალეგიტიმიურია ეს პარლამენტი, არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამიტომ, ამ პარლამენტში შესვლის აზრი, შეიძლება იყოს იმაში, თუ თვლი, რომ დროებითი პარლამენტია, დროებითი ორგანოა, ინსტრუმენტია და ამ შეთანხმებისთვის ვაკეთებ ამას. ეს ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, ოღონდ, ბუნებრივია, მე არ ვეთანხმები, რომ ეს შეთანხმება ამად ღირდა, რბილად რომ ვთქვა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები