პოლიტიკური კრიზისი

მელია პარლამენტში შესვლაზე: გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ აღარაფერი უდგას

გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ არაფერი აღარ უდგას, პროცესები რომ დაჩქარდეს, შესაძლებელია, რომ ზეგვე გამოვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მაგრამ მინდა, რომ, რაც შეიძლება ბევრ ჯგუფს პარტიის ფარგლებში გავესაუბრო და პრაქტიკა ცხადყოფს, თუ რატომ უნდა ვაკეთო ეს. მაგალითად, გუშინ, გუშინწინაც, როდესაც კოლეგებს ჰქონდათ სხვა პოზიცია, მსჯელობაში არგუმენტებს გაცვლისას შევჯერდით და პოზიცია კონსოლიდირებული იყო. ძალიან ბევრმა შეიცვალა გადაწყვეტილება და ასე ჯობია გამოვაცხადოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე დარჩეს ბევრს განცდა, რომ რაღაც დიდმა ჯგუფმა თავის თავზე აიღო ისეთი გადაწყვეტილება და მათ არ კითხეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია პარტიის პარლამენტში შეცვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები