პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი: თამარ ჟვანიასთვის ბევრს აქვს ბოდიში მოსახდელი, შემდეგ გადაწყვეტს წავა თუ არა

ოპოზიციამ ეს ქვეყანა 6 თვე აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა, როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიით მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ. ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა თუ არა წასვლა. ამ ქვეყანაში ბევრს თამარ ჟვანიას მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც მას დააბრალა ისეთი რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, სულ ცოტა, იმის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და მას ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ ამ ადამიანმა რა გადაიტანა, მის მიმართ რა დონის შეტევა იყო პიროვნულად და ის მაინც მოიკითხონ, იმ დღეების განმავლობაში რას გრძნობდა ეს ადამიანი 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე. 

კომენტარები