კახა კახიშვილი

ოცნების დეპუტატი: საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს

"არ ვფიქრობ, რომ, მე რომ დღეს ჩუმად ვიყო და ხალხის უკმაყოფილება უფრო გაიზარდოს, საბოლოოდ მოვიდეს ეს ხალხი გაგიჟებული და ყველა გვიფრინოს, ეს იქნება გამოსავალი. მე ვარ მომხრე, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს, იქნებ გამოვფხიზლდეთ და არსებულზე უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ვიჯდეთ და ერთმანეთს "სმაილიკები" ვუგზავნოთ, აი, რა მაგრები ვართ და ამასობაში უკმაყოფილებამ მოიმატოს. ფაქტია, რომ ადამიანებში უკმაყოფილება არის. ფაქტია, რომ კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასა და ხალხს შორის არ არის სწორედ დაგეგმილი. ფაქტია, რომ მინისტრის მოადგილეებს, მინისტრებს არ აქვთ მოქალაქეების მიღების ოფიციალური საათები დადგენილი. ფაქტია, რომ მაჟორიტარის ბიურო, ერთი ადამიანი, ვერ ახერხებს სამ დიდ რაიონში ისე აქტიურობას, როგორც ადრე და ჩვენ რას მივყვებით? მივყვებით იმას, რომ მოდი ახლა თვითმმართველობაშიც შევკვეცოთ მაჟორიტარების რაოდენობა. მე ამას მხარს არ დავუჭერ."

ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში კომენტარი გააკეთა.

კომენტარები