თბილისის მერია

კალაძე: 18 მაისიდან მოსახლეობას ანგარიშს წარვუდგენთ, თუ რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

კახა კალაძე
თბილისის მერია

"18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას მინდა წარვუდგინო ერთგვარი ანგარში, თუ რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში". -  თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

კალაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის მოგვარებასაც თბილისის მოსახლეობას დაჰპირდა 2017 წლის არჩევნებზე. 

"2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ 4 წლის ვადით აგვირჩია და ეს მანდატი ოქტომბერში იწურება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ჩვენ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა 7 ძირითადი პოლიტიკისგან, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისი მოსახლეობას. ეს იყო ურბანული პოლიტიკა, ეს იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური და მართვის პოლიტიკა. ჩვენ შვიდივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, ბევრი განვახორციელეთ და ბევრიც პროცესშია".- ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, მოსახლეობას წინასწარ ეცოდინება, მიმართულებების პრეზენტაცია როდის და სად გაიმართება.

კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, ხოლო მერიის თანამშრომლებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ "მოსაგვარებელი კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა დარჩა". 

კომენტარები