ელენ დეჯენერესი

"გამოწვევა აღარ არის" – ელენ დეჯენერესის შოუ 2022 წელს დასრულდება

ელენ დეჯენერესის შოუ

ელენე დეჯენერესის შოუს 2022 წელს დასრულდება, ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა თავად დაადასტურა.

დეჯენერესს შოუ 2003 წლიდან მიჰყავს და ამჟამად მისი მე-18 სეზონი მიმდინარეობს. მისი თქმით, ის აპირებდა, რომ შოუ მე-16 სეზონის შემდეგ შეეწყვიტა, თუმცა 3 წლით დარჩენა კიდევ გადაწყვიტა.

"ვაპირებდი მე-16 სეზონის შემდეგ შემეწყვიტა. ეს ჩემი ბოლო წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მათ სურდათ, კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, მე კი ვუთხარი, რომ 1 წელიწადზე დავფიქრდებოდი. თუმცა, მიპასუხეს, რომ 1-წლიანი კონტრაქტის შედგენა გამორიცხული იყო, ამიტომ კონტრაქტი 3 წლით გავახანგრძლივე და ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი წლები იქნებოდა. ასეთი გეგმა მქონდა". – თქვა მან.

ტელეწამყვანმა შოუს შეწყვეტის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრეატიულ ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ ახალი გამოწვევები.

"როდესაც კრეატიული ადამიანი ხარ, მუდმივად გჭირდება ახალი გამოწვევები და რამდენად [ჩემი] შოუ დიდებული და სასაცილოა, ეს აღარ არის ჩემთვის გამოწვევა". – თქვა მან.


2020 წელს, ელენ დეჯენერესი მისი პროდიუსერების გუნდის ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. 

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებოდნენ, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე მოითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას თავიანთმა თანამშრომლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო. ამის შემდეგ კი წერილით უპასუხა ბრალდებებს ტელეწამყვანმა.

 

კომენტარები