ელენ დეჯენერესი

ელენ დეჯენერესმა თავის გადაცემაზე დამსწრე აუდიტორიას $1 000 000 აჩუქა

ellentube.com

26 იანვარს ლეგენდარულ ელენ დეჯენერესს 60 წელი შეუსრულდა.

დეჯენერესი საკუთარ დაბადების დღეზე ყოველთვის განსაკუთრებულ შოუს ამზადებს - სტუმრად პატიჟებს ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მას საჩუქრებს ჩუქნიან. ამჯერად, თავად ტელეწამყვანმაც მოამზადა საჩუქარი.

დეჯენერესმა თავისი დაბადების დღისთვის მიძღვნილ გადაცემაზე დამსწრე აუდიტორიას 1 მილიონი ამერიკული დოლარი აჩუქა.

კომენტარები