COVID-19 ავსტრიაში

ავსტრიელ კაცს ყოფილი ცოლის COVID 19-ით განგებ დაინფიცირებისთვის 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ავსტრიაში 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი ცოლის კორონავირუსით განგებ დაინფიცირება. გადაწყვეტილება ლანცის რეგიონულმა სასამართლომ მიიღო. 

გამოძიების ცნობით, 63 წლის კაცი ყოფილ ცოლს სახეში ახველებდა, როცა ის კორონავირუსით ინფიცირებული იყო. ისინი განქოწინების დასრულებამდე ერთ სახლში ცხოვრობდნენ და კაცმა ქალს დაუმალა რომ COVID 19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 70 წლის ქალსაც დაუდასტურდა კორონავირუსი. 

კაცი ასევე დამნაშავედ ცნეს მუქარისა და სხეულის მძიმე დაზიანებისთვის. მისი ვინაობა კონფიდენციალური რჩება. მას კომპენსაციის სახით 1000 დოლარის გადახდა დაეკისრა. 

არც დაცვის და არც ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს. 

70 წლის ქალი Covid 19-სგან გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები