ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი 12 მაისს სომხეთს ეწვევა და მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა და ვიზიტის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

პრესსამსახურის ინფორმაციითსაქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად ერევანში მიემგზავრება ვიცეპრემიერისაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გასულ კვირას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ის ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა.

კომენტარები