ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია: თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ [ციხეში], მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე

სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, ვიქნებით მართლები და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ [ციხეში] მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია... არ მინდა ახლა მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მინდა-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება, ამას სჭირდება, ჩემი აზრით, კარგი ინტერვიუ თითოეულ თქვენგანთან [ჟურნალისტთან] და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ. 

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია კითხვაზე, შეიძლება იყოს თუ არა ის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი. მელიამ რუსთავის ციხე დღეს, 10 მაისს დატოვა. 

კომენტარები