რუმინეთი

დრაკულას სასახლე ტურისტებს COVID-19-ზე აცრას სთავაზობს

Getty Images

დრაკულას სასახლეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა და მნახველებს Covid-19-ზე უფასოდ აცრა შეუძლიათ. მედიკოსები, რომლებსაც ეშვების სტიკერებით გაფორმებული სამედიცინო აღჭურვილობა აცვიათ, მე-14 საუკუნის ბრანის სასახლის მნახველებს ფაიზერის აცრის გაკეთებას სთავაზობენ.

რუმინეთში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლებას სურს, სექტემბრამდე 10 მილიონი ადამიანი აცრას, თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარს აცრა არ სურს. ქვეყანაში ვაქცინის მიმართ უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბრანის სასახლეში ვაქცინაციის პუნქტის გახსნა მთავრობის ინიციატივის ნაწილია, ქვეყანაში აცრა წაახალისოს.

ბრანის სასახლის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, ინიციატივა ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუწყობს. მაისში ყოველ შაბათ-კვირას მნახველებს შეეძლებათ, წინასწარ დაჯავშნის გარეშე აიცრან და სასახლეში არსებული შუასაუკუნეების წამების ინსტრუმენტების გამოფენა უფასოდ მოინახულონ. ტურისტულ სექტორში იმედი აქვთ, რომ ინიციატივა რუმინეთის კარპატებში მნახველებს მიიზიდავს.

ბრანის სასახლე/Getty Images

ბრანის სასახლე კარპატების მთების ძირში, ბუქარესტიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასახლეს ბრამ სტოკერის პერსონაჟს, ვამპირ გრაფ დარკულას უკავშირებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ბრანის სასახლე პრინცი ვლად მესამე ცეპეშის (სარზე გამსმელის) რეზიდენცია იყო. გრაფი დარკულას პერსონაჟი ვლად მესამეზეა დაფუძნებული.

კომენტარები