ნაცმოძრაობა ჩვეულებრივ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ მე გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციური პარტნიორები.
საერთო მიზანი მქონდა – ბოიკოტი. ამ შემთხვევაშიც, როცა ჩვენი გზები გაიყო ხელმოწერასთან დაკავშირებით, საერთო ჩათში მე დავუწერე მთელი პოლიტიკური სპექტრის წინაშე, კობა ნაყოფიები, ისინი-ესენი არიან იქ, ვუთხარი, რომ მეგობრებო, განსხვავებული პოზიციის კრიტიკა - კი ბატონო, ოღონდ იყოს ეს ჩარჩოებში და ნუ გადმოხვალთ ლანძღვა-გინებაზე. მოგვიწევს შემდეგ პასუხის გაცემა და რა გააკეთეს? 264 მარტო ტროლი მყავს დარეპორტებული ახლა, რომელიც შემომასიეს ჩემს ექაუნთზე.
ტიპები გეუბნებიან თან დამიჭირეო მხარი მერობის არჩევნებში, თან უნდა გლანძღოო. რანაირად გამოდის ეს ამბავი?!