რუსეთი

რუსეთში, ციმბირში, მოსწავლეებმა "პუტინის ეპოქას" მსვლელობა მიუძღვნეს

ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ ვიხორევკაში სკოლის მოსწავლეებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "ეპოქას" მსვლელობა მიუძღვნეს მისი პორტრეტებით ხელში. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს. 

მოსწავლეებს სამხედრო სტილის უნიფორმები ეცვათ და "ახალგაზრდული არმიის" წითელი ბერეტები ეხურათ. 

ორგანიზატორების თქმით, მსვლელობა იყო იმ ღონისძიებათა სერიის ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებას და გიორგობის დღესასწაულს ეძღვნება. 

"გადავწყვიტეთ, რომ პუტინის პორტრეტებით მოვსულიყავით და მისი გამოსვლებიდან ციტატები მოგვეხმო". - თქვა "ახალგაზრდული არმიის" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, პროექტი "ჩვენ ერთი ბედი გვაერთიანებს" რამდენიმე აქტივობას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთია "კოსტიუმირებული მსვლელობა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ეპოქას, მათ შორის პუტინის ეპოქას".

2015 წელს პუტინმა მხარი დაუჭირა სამხედრო არმიის, "ახალგაზრდა რუსების" ჩამოყალიბების იდეას. ამ არმიას ნაცისტური გერმანიის ჰიტლერიუგენდის ანალოგადაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილში რუსი ახალგაზრდებისთვის შექმნეს ახალი არხი "პობედა", რომლის პროგრამებიც მთლიანად მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მოგვიანებით თქვეს, რომ რუსეთში დანაშაულისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები სამხედრო-პატრიოტულ ბანაკში უნდა გაეგზავნათ.

გაეროს კონვენციის თანახმად, ბავშვების სამხედრო ინდოქტრინაცია აკრძალულია.

კომენტარები