ვაქცინაცია საქართველოში

დეკანოზი: ხალხს აბსურდის სჯერა, რა გარანტიაა, რომ 10-დოზიანი ფლაკონიდან 1 ჩიპი ამოვა?

ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმწამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს, რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე.

ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

აი, ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ ცურავს 10 ჩიპი. შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება იმ ნემსს და მერე შევა იმ ადამიანში.

ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის. როცა 10 დოზა არის ჩასხმული და ათ ადამიანს უნდა გაუკეთო, ტექნიკურად როგორ უნდა გააკეთო, რომ ნემსს მხოლოდ ერთი ჩიპი ამოყვეს? ეგ არის აბსურდი, ჰო, აბსურდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა რუსთავი 2-ის ეთერში. ის ასტრაზენეკას ვაქცინით 6 მაისს საჯაროდ აიცრა.

კომენტარები