ჩინური რაკეტა

ლოიდ ოსტინი: ამ დროისთვის, ჩინური რაკეტის ნაწილის ჩამოგდების გეგმა არ გვაქვს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებით, ამ დროისათვის, ჩინური რაკეტის ნაწილის ჩამოგდებას არ გეგმავენ.

ელიან, რომ რაკეტის ნაწილი ამ შაბათ-კვირას შემოვა ატმოსფეროში. აშშ-ს სამხედროების თქმით, აშშ-ს კოსმოსური სარდლობა ამას აკვირდება

ჩინური რაკეტა Long March 5B ჩინეთის ხაინანის კუნძულიდან 29 აპრილს გაუშვეს.

აშშ რაკეტის ნაწილს აკვირდება და ამ დროისთვის, მისი ჩამოგდების გეგმა არ აქვს. 

"იმედი გვაქვს, რომ ისეთ ადგილას ჩამოვარდება, სადაც არავის ავნებს, იმედი გვაქვს, ოკეანეში ან რაიმე ასეთ ადგილას". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ს შეუძლია თუ არა მისი ჩამოდგება, ოსტინი პასუხობს: "როგორც იცით, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა არ გვაქვს მისი ჩამოგდების გეგმა".

როგორც BBC წერს, 18-ტონიანი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია, რომელიც ატმოსფეროში უკონტროლოდ იტრიალებს.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის გადაჭრას კოსმოსური ნარჩენების რისკები და სურს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა "ლიდერობისა და კოსმოსში პასუხისმგებლობიანი ქცევის ხელშესაწყობად".

მის დაცემის ზუსტი წერტილი ატმოსფეროში შემოსვლიდან რამდენიმე საათში შეიძლება გაირკვეს, რაც სავარაუდოდ 8 მაისს მოხდება. 

ჰარვარდის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდოუელის თქმით, პოტენციურად სახიფათო ნარჩენი, სავარაუდოდ, ზღვაში ჩავარდება, რადგან დედამიწის 70% ოკეანითაა დაფარული. 

მისი თქმით, რაკეტის მთავარი ნაწილი, სავარაუდოდ, დაიმტვრევა, რაც პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ეკვივალენტური იქნება და ჩამოვარდნის ადგილმა შეიძლება 100 მილი დაფაროს. 

მან აღნიშნა, რომ რაკეტის ნაწილის ამჟამინდელი ორბიტის მიხედვით, ის შეიძლება ჩამოვარდეს უკიდურესი ჩრდილოეთით, ნიუ-იორკში, მადრიდში, პეკინში და ასევე შეიძლება უკიდურესი სამხრეთით, სამხრეთ ჩილეში და ველინგტონში, ახალ ზელანდიაში, ან მათ შუა, ნებისმიერ ადგილას. 

მაკდოუელის თქმით, 1979 წლიდან ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, შექმნას ისეთი კოსმოსური ხომალდი, რომ ატმოსფეროში მისი უკონტროლო შესვლა თავიდან იქნეს აცილებული. მისივე თქმით, ჩინელი დიზაინერები ზარმაცები არიან, რადგან ამას ითვალისწინებენ და დაუდევრობის შედეგად ამგვარ ვითარებას ქმნიან. 

ჩინური სახელმწიფო მედია წერს, რომ პანიკა საჭირო არ არის. 

კომენტარები