პოლიტიკური კრიზისი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა მდინარაძეს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება

კადრი ვიდეოდან / მთავარი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ხვდება. 

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც. მას შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. 

6 მაისს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ოპოზიციის მიაჩნია, რომ ზურაბიშვილმა ქართული ოცნების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. 


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირაქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა".

კომენტარები