კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ, აღმავლობა არის და, დიდი ალბათობით, რამდენიმე ასეულის ფარგლებში კიდევ მოიმატებს. თუ პრევენციულ ზომებს, რეკომენდაციებს არ დავიცავთ, რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არდადეგების დღეები, მობილობის შემცირება, დაცემა და რეკომენდაციების დაცვა, თუ თავს შევიკავებთ დიდი თავყრილობებისგან და შეკრებებისგან, შედეგს მოიტანს, რომ ნახტომისებური ზრდა დიდი არ გვქონდეს

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმედთან ინტერვიუში. 

7 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 319 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 298 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები