Pfizer

Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვით 2021 წელს $3.5 მილიარდი გამოიმუშავა

ამერიკულმა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელმა, ფაიზერმა 2021 წლის პირველ კვარტალში $14.6 მილიარდი დოლარის შემოსავლები გამოიმუშავა, საიდანაც $3.5 მილიარდი კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინებს უკავშირდება. 

ნიშანდობლივია, რომ პირველი კვარტალის შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 45%-ით აღემატება, რაც კომპანიის წარმატებულ ფინანსურ წელზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ შემოსავლები წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. ამერიკულმა გიგანტმა 2021 წლის ჯამური შემოსავლების პროგნოზი $61.4 მილიარდიდან $72.5 მილიარდამდე გაზარდა, რასაც საფუძვლად ახლად გაფორმებული ვაქცინის კონტრაქტები უდევს – ამ ეტაპზე, კომპანიას დამატებით 1.6 მილიარდი დოზა ვაქცინის მიწოდების ვალდებულება აქვს აღებული.

3 მაისის მდგომარეობით, ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინის 430 მილიონი დოზა უკვე გაგზავნილია 91 ქვეყანაში. 95%-იანი ეფექტიანობის მქონე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა შეერთებული შტატების ფავორიტია – ქვეყანაში ვაქცინის 131 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. 

კომენტარები