დავითარეჯის საქმე

ჯაღმაიძე: ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი

ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი.

როგორც ყოველთვის მთავარმა არხმა დამახინჯებულად გაავრცელა ინფორმაცია. თანდათან ირკვევა: სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მეტიც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არც ოპერატორის წაქცევა მოჰყოლია ვინმესგან ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპერატორი მასზე რაიმე ფიზიკურ ზეწოლას არ ადასტურებს.

წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე. მანამდე ჯაღმაიძემ ივერი მელაშვილის დავითგარეჯაში ჩასვლას პროვოკაცია უწოდა.

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები