ტროას ნაკვალევი 2021

საქართველო აშშ-სა და ბალკანეთის პარტნიორთა სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

ge.usembassy.gov

3 მაისიდან საქართველო ტროის ნაკვალევი 2021-ის სამხედრო ვარჯიშებს მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ბალკანეთის პარტნიორთა ძალები. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ტაქტიკურ წვრთნებს საქართველოს სპეციალურ ოპერაციათა ძალებთან (GSOF) ერთად ამერიკის სპეციალური ძალების ჯგუფის - მწვანე ბერეტების დანაყოფის წევრები გაივლიან. 

"წვრთნების მიზანია სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობათა გაუმჯობესება, იმისათვის, რომ  მათ შეეძლოთ საპასუხო მოქმედება უამრავ საფრთხეზე. ასევე, ის ზრდის ინტეგრაციას ჩვეულებრივ ძალებთან და აძლიერებს ჩვენს NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან ოპერატიულობას. რაც მთავარია, ტროის ნაკვალევი ამყარებს სამხედრო მზადყოფნას, ნერგავს ნდობას და ავითარებს ხანგრძლივ ურთიერთობებს, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში". – თქვა პოლკოვნიკმა მარკ ვ. ლაროშემ, აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მხედართმთავრის მოადგილემ.

ტროის ნაკვალევი 2021-ის წვრთნები, საქართველოს გარდა, ჩატარდება ბულგარეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუმინეთში. მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და უკრაინის სპეციალური ძალები. სწავლების ფარგლებში დიდი დატვირთვა იქნება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებზე, რათა მათი ბრძოლისუნარიანობა და მზადყოფნის დონე ამაღლდეს, შეეძლოთ რთული მისიების შესრულება. 

ტროის ნაკვალევი 2021 ხელს უწყობს ევროპაში NATO-ს სამხედრო ურთიერთობების გამყარებას, საზღვარგარეთ საბრძოლო და სამშვიდობო მისიების შესახებ საერთო ხედვის შექმნას.

 

კომენტარები