ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: წინასწარი ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ვაქცინის შემდეგ გარდაცვალება

ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია ნახევარი საათის წინ გადმომცეს, რომელიც ერთ-ერთმა ტელევიზიამ, ტევეპირველმა გაავრცელა, ჩვენები ეხლა ამოწმებენ ამას ბაზებით, რაც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, არ შეესაბამება სიმართლეს, ანუ არ ემთხვევა ერთმანეთს ის გვარი და სახელი, რასაც თქვენ ბრძანებთ, და აცრის შემდგომი გარდაცვალება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულების ბაზები, ასევე დაბადება გარდაცვალების ბაზები, წინასწარი რაც მაქვს ინფორმაცია, არ მინდა, რომ შემეშალოს, სახელი და გვარი ორი ადამიანის ემთხვევა, ერთი არის აცრილი, მეორე არის, სამწუხაროდ, გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია, აცრილი, როგორც მეუბნებია, ჩვეულებრივად არის

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

დღეს, ტევეპირველმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თბილისში მცხოვრები 67 წლის კაცი გარდაიცვალა და რამდენიმე დღით ადრე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 

კომენტარები