თბილისის მერია

კალაძე: თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვის სამუშაოები იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ხუთშაბათიდან, 6 მაისიდან  ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დაიწყება.

"გამოვიზამთრეთ, გაზაფხულია, ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური მიმართულებით, ხდება პარკების მოწესრიგება, დასუფთავება. ასევე, გვინდა, დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქში სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოვლილი". – ამბობს კახა კალაძე.  

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, ქუჩებს კომენდანტის საათის დროს მორეცხავენ.

კალაძის თქმით, გამოცხადებულია ტენდერი, რათა თბილისის მერიამ სპეციალური ტექნიკა შესძინოს, "რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები, დასუფთავება, გაწმენდა უკვე უმაღლესი ხარისხის სპეცტექნიკით იყოს განხორციელებული". 

კომენტარები