კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არის გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი, დაახლოებით 20%-ს ვირუსი ჰქონდა

დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. ბოლო ორი კვირაა ვმერყეობთ 800-სა და 1000-ს შორის, რომელიც სრულად მართვადია ჯანდაცვის სისტემის მიერ და არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ყველაფერი ეს საკმარისია. დიდი ალბათობით და ყველანაირი პროგნოზირებით აქამდე [დღეში 5 000-ზე მეტ შემთხვევამდე] არ უნდა მივიდეთ. იმიტომ, რომ პირველი - მივეჩვიეთ ტარებას პირბადის. ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი  75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. 

მეორე ის რომ, საკმაოდ დიდ ნაწილს - მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი.

მესამე ის არის, რომ მოდის თბილ ამინდები, ზაფხული, სადაც მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ის თანდათან ალბათ უფრო შესუსტდება.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ჩინური სინოფარმით ვაქცინაციის შემდეგ.

კომენტარები