სამშენებლო ნებართვები

იანვარ-მარტში საქართველოში 1 931 ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცა, თბილისში – 907

Construction News

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში, 2021 წლის იანვარ-მარტში მშენებლობის 1 931 ნებართვა გაიცა, რაც 1 301 000 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების აშენების უფლებას იძლევა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, გაცემული ნებართვების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით ნაკლებია, ასაშენებელი ნაგებობების ფართობი კი – 15.4%-ით. 

ნებართვების 73.5% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების 46.8% ქალაქ თბილისში იგეგმება, 11.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 8.8% – იმერეთში და 6.8% – ქვემო ქართლში. 

2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

რაც შეეხება დასრულებულ მშენებლობებს, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში შევიდა 341 900 კვ.მ ფართობის მქონე 562 ობიექტი, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.1%-ით მეტია.  

კომენტარები