თავდაცვის ძალები

აშშ-ს საელჩო: სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ძმებსა და დებს ბრძოლაში

აშშ-ის საელჩო

"სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში". - აშშ-ს საელჩო საქართველოში თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ძალების უდიდეს ძალისხმევას გასული 30 წლის განმავლობაში დასავლური თავდაცვის რეფორმების მიღების, ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

ჩვენ ვიხსენებთ 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ქართველი სამხედროს მსხვერპლს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში და სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში.

მოუთმენლად ველით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში". - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები