რუსეთი-ბულგარეთი

ბულგარეთში 2011-20 წლებში აფეთქებულ საწყობებში საქართველოში გასაგზავნი იარაღი იყო

ბულგარეთის პროკურატურის თქმით, ისინი აგროვებენ სამხილებს 2011-2020 წლებში მომხდარი იარაღის საწყობების აფეთქებებში 6 რუსის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. საწყობებში საქართველოსა და უკრაინაში გასაგზავნი იარაღი ინახებოდა. ინფორმაციას გამომცემლობა Reuters-ი ავრცელებს.

პროკურატურის სპიკერის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს კავშირები ამ აფეთქებებს, ბულგარელი იარაღით მოვაჭრის 2015 წელს მოწამვლასა და 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებულ იარაღის საწყობებს შორის. 

აფეთქებებში ბრალს სდებენ რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ამ დროს ბულგარეთში იმყოფებოდნენ.

"არსებული სამხილები იმისკენ მიგვითითებს, რომ, სავარაუდოდ, ამ რუსი მოქალაქეების მიზანი უკრაინისა და საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეჩერება იყო". – ამბობს ბულგარეთის პროკურატურის წარმომადგენელი. 

ბულგარეთის პროკურატურა დაუკავშირდება ჩეხეთის პროკურატურას, რათა გამოიძიონ კავშირები ადგილობრივ და 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებას შორის. 

 

 

კომენტარები