სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები

ტიკარაძე: ზოგიერთ ექიმს თვეში 300 ლარი აქვს ანაზღაურება, ზოგს - 120 000, ეს უსამართლოა

ეს შეიძლება იყოს ძალიან მოულოდნელი, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იყოს გაცხადებულიც, ვინაიდან, ალბათ, ამის ვალდებულება გამაჩნია, როდესაც კითხვა ისმის. 

ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომელსაც ახლა მე დავასახელებ, ნამდვილად არ შემეშლება - ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 000 ლარი. რამდენად სამართლიანია, ალბათ, თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო. ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი. ვთვლი, რომ ეს გარემო ნამდვილად არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი. 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120 000-ლარიანი შემოსავალი თვეში

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დასმულ კითხვაზე, თუ რა ანაზღაურება აქვთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კომენტარები