თბილისის მერია

თბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებშიც იმუშავებს – სია

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ შემდეგი სამსახურები:

  • მერიის ადმინისტრაცია
  • მუნიციპალური ინსპექცია
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური
  • მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური
  • ცხოველთა მონიტორინგის სამსახური
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას;
  • თბილსერვის ჯგუფის ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას;
  • ეკოსერვის ჯგუფი
  • მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმის წარმოებას;
  • თბილისის განვითარების ფონდი,
  • თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
  • სოციალური მზრუნველობის სააგენტო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

რა შეზღუდვები წესდება და იხსნება სააღდგომოდ – სრულად

კომენტარები