პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი ამნისტიაზე: თუ მელიას ვპატიობთ, მასზე უფრო ქვემოთ დანაშაულები ხომ უნდა ვაპატიოთ

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიებაც ხდება ამ ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, თუ კი მას ამას ვპატიობთ, შესაბამისად, მასზე უფრო ქვემოთ ან მისი მაგვარი დანაშაულები ხომ უნდა ვაპატიოთ. მთავარი არის შევთანხმდეთ, სიმართლე სად არის.  შევთანხმდებით ჩვენ იმაზე, რომ გვინდა თუ არა ამ ამნისტიით, გადავშალოთ გვერდი ჩვენი უახლოესი წარსულის. თუ კი შევთანხმდებით რომ გვინდა, მაშინ ჩვენი კანონპროექტია მისაღები. თუ ვიტყვით რომ არა, ვიღაცებს ვაპატიოთ და ეს ამნისტია მხოლოდ იმისთვისაა, რომ ნიკა მელია გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ სამომავლოდაც ერთმანეთს წამოვაძახოთ ის სხვადასხვა ეპითეტები, რომლებიც ორი წელია გვესმის. 

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.

კომენტარები