პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე ამნისტიაზე: არ გვინდა, ისეთი კანონი შევიტანოთ, მანიპულაციის საშუალება მივცეთ ოცნებას

ამნისტიის კანონებში ყველაზე დიდი განსხვავება იყო დაზარალებულების თანხმობა. გუშინ დაზარალებულებთან საუბარში გაირკვა, რომ პოლიციელი უფრო მეტია დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეში. წარმოგიდგენიათ ხო, რამხელა მანიპულაციასთან გვაქვს საქმე და საერთოდაც ვინც თვალი დაკარგა, არცერთი ადამიანი დაზარალებულად ცნობილი არაა. შესაბამისად, დღეს კიდევ გვექნება შეხვედრა ოპოზიციასთან. შეიძლება გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ნამდვილად არ გვინდა, ისეთი ამნისტიის კანონი შევიტანოთ, რომ კიდევ მანიპულაციის შესაძლებლობა მივცეთ ქართულ ოცნებას, რომ მაგალითად, პოლიციელი არ აძლევს ნიკა მელიას თანხმობას და რა ვქნათ, არ აძლევს თანხმობას ბესო თამლიანს და რა ვქნა. ამიტომ, ამაზე სამუშაო გვაქვს. 3 კვირაა, პირველი, მეორე, მესამე მოსმენით, კომიტეტებზე, რომ ეს პროცედურები გავიაროთ

ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.

კომენტარები