პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ქართული ოცნების კანონპროექტი

[20 ივნისის ამნისტიაზე] ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები, კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არცერთი კანონპროექტი. ამასთან, ძალადობის საქმეები დაემატა მათ [ქართული ოცნების] კანონპროექტშიც და მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტია ჩაიდება მათ კანონპროექტშიც, რომ მათზე არ გავრცელდეს ამნისტია

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, გიორგი ვაშაძე. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან

კომენტარები