პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე რურუაზე: რაზეც შევთანხმდით, სრულდება, მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება

გილოცავთ, დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, როგორც არ ჰყავდა დამარცხებული შეთანხმების დღეს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად შევთანხმდით, სრულდება. მე მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება ამით. მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ შეთანხმებებით ვივლით. 

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გიორგი რურუას შეწყალებას ეხმაურება. 

კომენტარები