პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე მელიაზე: კაცური არაა გირაოთი გამოსვლა, ხოლო მისგან გაბრიყვებულების ციხეში შესვლა

როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია უკვე, რახან არის უკანდახევა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, ეს არ არის კაცური საქციელი, როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებულები და პარლამენტს უტევდნენ, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 26 აპრილს, ნიკა მელიამ მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

კომენტარები