რეგიონების განახლება

თურნავა "ქვეყნის განახლების" პროგრამაზე: არჩევნები არაა შუაში, გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას

ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა რაღაც გაახსენდა მთავრობას, გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომლებიც სწორედ რეგიონებში ხორციელდებოდა... სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გზებიც შენდებოდა, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა და ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ.

ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით, აწარმოე საქართველოში მარტო ერთი კომპომენტია, 600-ზე მეტი მცირე საწარმო მხოლოდ რეგიონებში ამოქმედდა. 

აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვეკუთვნის ტერმინი, რომ ახლა რაღაც გაგვახსენდა, ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, ჩვენ სწორედ რეგიონებს ვეხმარებით, არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან, არჩევნების ციკლი თავისი გზით მიდის, ჩვენი აქტივობა არ წყდება არც არჩევნებს შორის, არც წინასაარჩევნიო პერიოდში

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყნის მასტაბური განახლების" პროგრამაზე. თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განახლების გეგმა წარადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების ურბანულ განვითარებას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია.

კომენტარები