პოლიტიკური კრიზისი

საია: სერიოზულ დარღვევების ჩამდენ პოლიციელებზე ამნიტიის გავრცელება მიუღებელია

შეთანხმების სწორი აღსრულება ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტთან შესაბამისი უნდა იყოს ნებისმიერი კანონი, რომელიც იქნება მიღებული. ეს კი საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამორიცხავს იმას, რომ სამართალდამცავებზე გავრცელდეს ამნისტია, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათი მხრიდან არის ჩადენილი სერიოზული და მნიშვნელოვანი დარღვევები

თქვა საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ისაუბრებს ამნისტიასთან დაკავშირებით

19 აპრილს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა ევროკავშირის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობად 20-21 ივნისის ღამის ბრალდებულებზე ამნისტიის გამოცხადებაა მითითებული. საზოგადოებაში გაურკვეველია, ამნისტია შეეხება თუ არა იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადააჭარბეს.

კომენტარები