კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს, არც ერთ განყოფილებაში

ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, რაც კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში. ეს იმას მიანიშნებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები