ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც ბავშვებს მოწყალების თხოვნას და ფულის მისთვის მიცემას აიძულებდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს 1975 წელს დაბადებული დ.კ. რომელიც მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს ნივთების გაყიდვას და ფულის მისთვის მიცემას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სცემდა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები