ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ $30 მილიონი დოლარი გაყიდა

22 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა.

21 აპრილის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4521 ლარია, 1 ევროსი – 4.1442. 

რაც შეეხება ვალუტის კურსებს კომერციულ ბანკებში, 1 დოლარის ყიდვა თიბისი ბანკში 3.495 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი – 3.47 ლარად. 

22 აპრილის ვაჭრობის შედეგად დადგენილი გაცვლითი კურსი 17:00 საათზე გამოქვეყნდება. 

კომენტარები