თბილისის მერია

მერია მიკროავტობუსებში მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3.3 მლნ-იან ტენდერს აცხადებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიკროავტობუსებში ადამიანთა რაოდენობის დასათვლელად დასწრების აღმრიცხველ სისტემას ყიდულობს, ამისთვის მერიამ 3.3 მლნ ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

მგზავრების რაოდენობის დასათვლელად მერია 1000 ცალ სპეციალურ მოწყობილობას ყიდულობს, საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება კი 3 300 ლარია. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 21 მაისს დასრულდება. 

პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები ავტობუსებისა და მეტროს ერთიანი გადახდის სისტემაში ინტეგრირდა. მიკროავტობუსებში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, რომლის გადახდაც მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი და მგზავრობა შესაძლებელია 90 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, შეღავათების მქონე მგზავრები (სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვ) მიკროავტობუსებში იმავე ტარიფით სარგებლობენ, რითაც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობდნენ (20 თეთრი, 10 თეთრი და უფასო).

კომენტარები