პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია

შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ [შარლ მიშელი] ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება, კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი, ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ჩართულობით, საქართველოსთან ერთად, პოლიტიკური კრიზისზე, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი და ამოწურულია...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულებისას.

კომენტარები