პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით

დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! 

უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას, ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის. 

რაც მთავარია, მადლობა  ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას.

ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად

წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა. ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ასევე, ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები