პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: თუ აჩვენებ, რომ მოწინააღმდეგეზე სწრაფად თმობ, მაშინ მიიღებ არასასურველ შედეგს

მე ვთვლი, რომ სერიოზული შეცდომა იქნება ამის გაკეთება, ისინი ჩვენი პარტიის წევრები არ იყვნენ და არ არიან, ჩვენი ერთიანი სიით იყვნენ და სერიოზული შეცდომაა მათი მხრიდან ამის გაკეთება. ყველა საქმეში, მიუხედავად იმისა, იმ მომენტში რა ემოციური ფონია, სიმყარე და თანმიმდევრულობა არის მნიშვნელოვანი, როგორც პარტნიორებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან. ევროპული საქართველო არის ყოველთვის მოქნილი, მაგრამ მყარი და ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. სულ ცოტა ხნის წინ ერთიანმა ოპოზიციამ გააკეთა განცხადება და მოვიყვანე მე ციტატა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ ორი აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნების მიბმა ერთმანეთთან, შედეგების მიხედვით, დამაბნეველი და არალეგიტიმურია და ართმევს ამომრჩეველს მკაფიო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ შენარჩუნდა ოცნების ეს პოზიცია, რომ ჩვენ დაჭერებზე უარს კი არ ვამბობთ, ვაპირებთ დაჭერების გაგრძელებას - საერთოდ გაუგებარი ხდება, რაზე არის ლაპარაკი.

ყოველთვის, როცა იჩენ სიმყარეს, ზუსტად ისევე, როგორც წინა მიუღებელ დოკუმენტზე იყო, როცა სიმყარეს იჩენ, ოღონდ გონივრულ სიმყარეს, შეგიძლია, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს, თუ აჩვენებ, რომ მზად ხარ, რომ მოწინააღმდეგეზე სწრაფად დათმო, მაშინ მიიღებ არასასურველ შედეგს...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებაზე, მოაწერონ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

კომენტარები