პოლიტიკური კრიზისი

სააკაშვილი: 43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ ორ კილოს თუ რა?

 ეშმაკი დეტალებშია, რა არის მთავარი დეტალები. გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არ არის 50 პროცენტი. თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ ორ კილოს თუ რა? რატომ 43 და არა 50 პროცენტი. ეს ერთი თემა ჩემთვის არის კითხვა. მეორე კითხვა, რომელიც მაქვს და ეს არ არის უბრალოდ კითხვა, ჩვენს თავებს უნდა დავუსვათ ეს კითხვა ყველა ჩვენგანმა, ვისაც უნდა შეთანხმება, რომ კრიზისის გადაჭრა ვიპოვოთ, ვთქვათ 43 პროცენტი, მაგრამ  ვინ უნდა დაითვალოს? როგორც დოკუმენტში წერია, რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკო, ეს რვავე წევრი იქნება ქართული ოცნების წევრი...

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილი ერთ-ერთი პუნქტზე, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს მიება. 

კომენტარები