შსს

შსს: 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის პირი დავაკავეთ 

თბილისში პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის პირი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 1958 წელს დაბადებულმა თ.ს-მ 2019 წელს ავტოფარეხში გარყვნილი ქმედება ჩაიდანა 7 წლის ლ.ბ.-ს მიმართ. ამასთან ბავშვმა 2021 წლის 8 აპრილს ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა, გაიქცა და თხრილში ჩავარდა. 

შსს-ს თანახმად, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის იანვარში თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 7 წლის ლ.ბ.-ს 16 წელს მიუღწეველი მეგობრის მიმართ.

სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  141-ე მუხლის  1 -ლი  და   მე-2 ნაწილის  "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და იგივე დანაშაული დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები