კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 219 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 34 046 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 34 046 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%

ინფიცირების ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც 2 848 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 427 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 7 182 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 494 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პაციენტი.

17 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 294 540 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 280 132 გამოჯანმრთელდა, 3 925 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 მაისი უქმეებად გამოცხადდება. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს

კომენტარები