საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა

Facebook

3 აპრილს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა თეოლოგი, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი. 

მიხეილ-გელა სალუაშვილმა 1980 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 80-იან წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის და 14 გამოგონებისა. 

1991 "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო სიით, გახდა საბურთალოს რაიონის საკრებულოს დეპუტატი. 1992 წელს დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია "სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა". 1992, 1995, 2016, 2020 წლებში მონაწილეობდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, 2013 და 2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. 2014 და 2017 წლებში მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

კომენტარები