რადიოაქტიური ნივთიერება

სუს: ქუთაისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დავაკავეთ

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი მასალის გასაღებას 300 000 ევროდ გეგმავდნენ. 

მათივე ცნობით, რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241-ს(Am241). 

"რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის". - წერს სუსი. 

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიურ ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

კომენტარები